ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი ევროპას ეწვევა


დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ოთხდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ევროპაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს დაგეგმილი აქვს ჩეხეთის რესპუბლიკაში რადარის დაყენება და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინაღო სისტემის ათი კომპონენტის განლაგება, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩასვლამდე ქალბატონი რაისი დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება.

პოლონეთის და აშშ-ი ამ წუთებში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების თაობაზე შეთანხმების ტექსტზე მუშაობენ.

ვაშინგტონი ცდილობს დაარწმუნოს მოსკოვი იმაში რომ ეს სისტემა მომართული იქნება ირანიდან შესაძლო თავდასხმის მოგერიებაზე. ქალბატონი რაისი ეწვევა თბილისს და სოფიას.


XS
SM
MD
LG