ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლამაბადში პარლამენტის წინ საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბნენ


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის მომხრეები ისლამაბადში პარლამენტის წინ საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბნენ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელიც ბატონ შარიფს საპარლამნტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.

მომიტინგეები პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რეზა გილანი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

1999 წელს ნავაზ შარიფმა კომერციული ავიალაინერის გატაცების ბრძანება გასცა რომელშიც არმიის მთავარსარდალი ფერვეზ მუშარაფი იმყოფებოდა. ამ შემთხვევის გამო ნავაზ შარიფის მთავრობა სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს.

XS
SM
MD
LG