ავღანელი სამხედროები თალიბების გაზევების მცდელობით ყანდაარის მახლობლად მდებარე სოფელში შევიდნენ. ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ძალების პრეს-მდივანი ბრიგადის გენერალი კარლოს ბრანკო ამბობს, რომ ავღანეთისა და ნატოს ძალები არღანბადის რაიონში თალიბებთან რამდენიმე მცირემასშტაბიან ბრძოლაში ჩაებნენ:
"იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეთა შორის მსხვერპლი და თალიბთა მიერ დატოვებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან შეხება ავიცილოთ თავიდან, ჩვენ ძალზე ფრთხილად და მეთოდურად გადავადგილდებით". განაცხადა გენერალმა.
გასულ კვირას თალიბმა მებრძოლებმა ყანდაარსი მდებარე ციხიდან ოთხასამდე დატყვევებული თანამებრძოლის გათავისუფლება შესძლეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თალიბებმა ყანდაარის მიდამოებსი მდებარე რამდენიმე სოფელი აიღეს, პენტაგონი უარყოფს. თუმცა ახალი ამბების პროგრამები აცხადებენ, ათასობით ადამიანმა მიატოვა სახლი. იმის გამო, რომ თალიბებმა რვა სოფელი აიღეს.
ვაშინგტონში მთავრობის ქმედები მაკონტროლებელი უწყების წარმომადგენელმა ჩარლზ ჯონსონმა ამერიკელ კონგრესმენებს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ ექმნება სიძნელეები, ავღანეთის პოლიციის წვრთნისა და შეიარაღების საქმეში:
"დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, ავღანეთის ეროვნული პოლიციის არც ერთ ქვედანაყოფს არ ძალუძს რთული ოპერაციის წარმართვა, საერთაშორისო ძალების დახმარების გარეშე". აღნიშნა მან.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა ჯონ ტირნიმ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ავღანეთის უშიშროებას.
"ავღანეთში შეჭრიდან თითქმის შვიდი წლის გავლის შემდეგ, არა მგონია, რომ ვინმემ სიამაყით გასცეს პასუხი კითხვას თუ როგორია ჩვენი მდგომარეობა ავღანეთში? მაგრამ ფსონი წარმოუდგენლად მაღალია. ავღანეთში ეფექტური და პატიოსანი პოლიციის და კარგად მოქმედი სამართალდამცავი სისტემის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავღანეთის მომავლისთვის და ამერიკელთა უშიშროებისთვის". სთქვა ბატონმა ტირნიმ.
თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ გენერალ მაიორმა ბობი უილკისმა აღნიშნა, რომ ავღანეთის პოლიციის წინ სვლას რესურსების ნაკლებობა განაპირობებს:
"ეროვნული პოლიცია ავღანეთის მთავრობის სიძლიერისა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მოთარეშეები ამას კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომაც მიზანში ყველაზე ხშირად ამ ორგანიზაციას იღებენ". განაცხადა გენერალმა.
2001 წელს შეერთებული შტატების თაოსნობით ავღანეთში ინტერვენცია წამოიწყო. ამ ინტერვენციის შედეგად თალიბები მთავრობას ჩამოაშორეს. ახლა კი თალიბთა მოძრაობის გამოღვიძება საფრთხეს უქმნის ავრანეთში დისლოცირებული საერთაშორისო სამხედრი კონტინგენტის ჯარისკაცებს.