ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა უარყო საერთაშორისო მასტიმულირებელი პაკეტი


ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკმაყოფილება გამოთქვა ირანის მიერ საერთაშორისო მასტიმულირებელი პაკეტის უარყოფის გამო.

პარიზში დღეს ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ ირანის ლიდერის ეს უკანასკნელი ნაბიჟი კარგი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება ხალხის იზოლაციაში მოქცევას ცდილობს.

ირანის ლიდერის ეს ნაბიჯი სიგნალია იმისა, რომ ხელისუფლება ხალხის იზოლაციას ცდილობს. ნაცვლად ამისა, ჩვენი აზრი და სურვლია რომ ირანელმა ხალხმა ბედნიერად იცხოვროს"

პრეზიდენტმა სარკოზიმ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ირანელი ხალხი უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებს, ვიდრე ამას მათი ლიდერები სჩადიან.

ამას გარდა პრესზიდენტმა სარკოზიმ აღNიშნა, რომ ამეირკისა და საფრანგეთის მთავრობას თავისი მოსაზრებები გააჩნია, მაგრამ ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ერთამნეთის მოსმენა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება შეუძლია

ჩვენ ძალიან ღია შეგვიძლია ვისაუბროთ როცა გარკვეულ საკითხებშI არ ვეთანხმებით ერთმანეტს, მაგრამ ამისათვის მოკავშIრეები და მეგობრები უნდა ვიყოტ."

ამასთან, ჯორჯ ბუშმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს მოუწოდა შეწყვიტოს თანამშრომლობა ირანთან, ასევე არ ჩაერიოს ლიბანის საშინაო საქმეებში და უარი განაცხადოს ტერორისტების დაფინანსებაზე. ჯორჯ ბუშმა სრული მხარდაჭერა გამოხატა პალესტინური სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობისადმი და სირიის ლიდერს ამ პროცესის ხელშეწყობისკენ მოუწოდა.

ამერიკის ლიდერმა გამოთქვა რწმენა რომ მიუხედავად ერაყის პრემიერ მინისტრის განცხადებებისა, შეერთებული შტატები და ერაყი მიაღწევენ შეთანხმებას ამერიკული ჯარების ერაყში განლაგების შესახებ.


XS
SM
MD
LG