2004 წელს ერაყის აბუ ღაიბის საპყრობილეში მყოფი პატიმრების ჩაგვრის სცენებმა მთელი მსოფლიო შესძრა. ამ სკანდალმა ამერიკაში, გუანტანამოს ყურეში გამოყენებულ დაკითხვათა მეთოდების ირგვლივ დებატები გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი დაკითხვა წყლის მეშვეობით დახრჩობის სიმულაციას ახდენს.
ათ ივნისს სენატის კომიტეტის წევრებმა, ოსამა ბენ ლადენის საქმეზე მომუშავე, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტის ჯეკ კლუნანის ჩვენებას მოუსმინეს:
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას შურისძიების კატასტროფული ტალღა დაატყდება თავს, ნაწილობრივ აბუ ღაიბით განრისხებული ჯიჰადისტების ახალი თაობის სახით. ისინი ამ წუთებში უკვე გეგმავენ ამერიკელების განადგურებას”. განაცხადა ბატონმა კლუნანმა.
იგი ახლა დაცვის ერთ-ერთი კერძო სამსახურის თავკაცია. მისი აზრით, დაკითხვის მხოლოდ ცივილიზებული მეთოდებით წარმოებაა მისაღები:
“ალ-ყაიდას წევრთან თანამშრომლობის დამყარება დიდ სიძნელეს წარმოადგენს, მაგრამ ეს შეუძლებელი არაა. მე შევესწარი რამდენიმე სემთხვევას, როდესაც ჩვენტან იმ პატიმრებმაც კი დაიწყეს თანამშრომლობა, რომლებსაც ფიცი პირადად ბინ ლადენისთვის ჰქონდათ მიცემული. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მათ ადამიანურად ეპყრობოდნენ”. განაცხადა ჯეკ კლუნანმა.
სენატის მოსმენა იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ინპექტორის ანგარიშმა გამოიწვია, რომელსიც არნიშნულია, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის უშიშროების უწყებებმა უგულვებელყვეს გამოძიების ფედერალური ბიუროს შეშფოთება, ტერორიზმში ეჭვმიტანილ დაკავებულთა მიმართ დაუშვებელი მეთოდებით მოქმედების შესახებ:
“მათ თავდაცვის დეპარტამენტის ქმედებით შეშფოთება გამოთქვეს. თუმცა თავად ეს დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთება უსაფუძვლოა და პროცედურაში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება”. განაცხადა, იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ინსპექტორმა გლენ ფაინმა.
ფაინის თქმით, 2002 წელს ფედერალური ბიუროს აგენტები მონაწილეობას იღებდნენ პატიმართა დაკითხვებში, მაგრამ არ ესწრებოდნენ იძულებით დაკითხვებს.
პენტაგონმა 2003 წელს შეწყვიტა იძულებიტი მეთოდებით დაკითხვის პრაქტიკა. გასულ მარტს პრეზიდენტმა ბუშმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც დაზვერვის ცენტრალურ საგენტოს ძალისმიერი მეთოდებით დაკითხვების წარმოებას უკრძალავდა. მართალია სააგენტომ ასეთი მეთოდების გამოყენება 2006 წელს შეწყვიტა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაკითხვის ეს სახეობა მომავალში შეიძლება აღდგეს, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტის პირადი განკარგულების შემთხვევაში.