ირანის პრეზიდენტმა გამომწვევი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების ჯორჯ ბუშის მისამართით. მისი განცხადებით შეერთებული შტატების ლიდერი ირანს ვერ მიაყენებს ზიანს.
ირანის ერთერთ ქალაქში, შაჰრ-ე-კორდში ვიზიტისას აჯმადინეჟადმა დაცინვით განაცხადა რომ ბუშის ერა დასასრულს უახლოვდება და ამერიკის მუქარა ირანზე თავდასხმის შესახებ მხოლოდ ფარატინა სიტყვებია.
შეგახსენებთ რომ პრეზიდენტმა ბუშმა და ევროკავშირის ლიდერებმა სლოვენიაში შეხვედრისას ირანის ბირთვული ამბიციის შესახებ იმსჯელეს.
შეერთებული შტატები და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ირანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში საკომპენსაციო პაკეტს სთავაზობენ. ევროკავშირის საგარეო უწყების შეფი ხავიერ სოლანა რომელიც უახლოეს მომავალში ირანს მიემგზავრება ოფიციალურ თეირანს განახლებულ საკომპენსაციო პაკეტს გააცნობს.