ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულმა ოპოზიციამ საბოლოოდ თქვა უარი დეპუტატობაზე


დღეს ახალი მემარჯვენეების ოფისში შეკრებილმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბოლოოდ გადაწყვიტა სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა.სამსაათიანი თათბირის შემდეგ მათ განაცხადეს : ”გუშინ, 9 ივნისს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცსკოში შეიტანა განცხადება საარცევნო სიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

საარჩევნო კოდექსის თანახმად სიის გაუქმება მოხდება განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში, შესაბამისად, გაერთიანებული ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც ოფიციალური შედეგების თანახმად გახდნენ პარლამენტის წევრები, 13 ივნისს 12 საათზე კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ განცხადებით, რათა შეწყდეს მათი სადეპუტატო უფლებამოსილება დეპუტატები, რომლებიც პარასკევს 12 საათამდე არ წარმოადგენენ შესაბამის განცხადებას, გაირიცხებიან გაერთიანებული ოპოზიციიდან...”.

ახლების ს თ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ოპოზიცია დაელოდება გია თორთლაძის, გია ცაგარეიშვილის, ჯონდი ბაღათურიას საბოლოო გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ გუშინ უკვე გააკეთეს საჯარო განცხადება ოპოზიციასთან გამიჯვნის და პარლამენტარობაზე თანხმობის შესახებ დღევანდელ თათბირს არ ესწრებოდნენ კოკო გამსახურდია, სალომე ზურაბიშვილი, გოგა ხაინდრავა... მანანა ნაჭყებიას თქმით, ისინი თბილისში არ იმყოფებიან, თუმცა ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, რაც ტელეფონით დაადასტურეს.

XS
SM
MD
LG