ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პირველი ლედი ავღანეთში ჩადის


შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე ლორა ბუში მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს. აქ იგი ქვეყნის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდება. ქალბატონმა ბუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში საერთაშორისო საზოგადოებრიობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვოს. ლორა ბუში ავღანეთში მიღწეული პროგრესის აღსანიშნავად და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გააქტიურების მოწოდების მიზნით ჩავიდა. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ავღანეთი ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის ფრონტის ხაზად გამოაცხადა. ლორა ბუში რამდენიმე მშენებლობას და ავღანელ ქალებს მოინახულებს. ქალბატონი ბუში ქაბულიდან ბამინაში გადაფრინდა, 2001 წელს თალიბების რეჟიმის მიერ აფეთქებული ბუდას ქანდაკებების სანახავად. მისი ვიზიტი წინ უსწრებს, მომავალ ხუთშაბათს პარიზში ჩასატარებლად დაგეგმილი კონფერენციის გახსნას. ამ კონფერენციაზე შეერთებული შტატები საერთაშორისო საზოგადოებრიობას ავღანეთისთვის დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG