2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი, გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი ხუთი პატიმრის სასამართლო პროცესი დაინიშნა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი, გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი ხუთი პატიმრის სასამართლო პროცესი დაინიშნა. დღეს ტერაქტის სულისჩამდგმელად მიჩნეული ხალიდ შეიხ მუჰამედი და დანარჩენი ოთხი ბრალდებული სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგება. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ხუთივეს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ბრალდებულები წლების განმავლობაში, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განკარგულებაში მყოფ, უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ციხეებში იმყოფებოდნენ. ისინი 2006 წელს გადაიყვანეს გუანტანამოში. ადამიანის უფლებების დამცველები აკრიტიკებენ სამხედრო ტრიბუნალის მოწყობას და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბრალდებულების უფლებებს არღვევს.
პოპულარული
1