ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი ტელევიზია


არის თემები, რომელიც ნოემბრის მოვლენების შემდეგ დღემდე აქტუალური რჩება. ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუყწებლის სამეთვალყურეო საბჭომ, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შეიმუშავა მემორანდუმი, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში ყოველი მათგანის თანასწორუფლებიან რეჟიმში ჩაყენებას გულისხმობდა, უკმაყოფილება მაინც დიდია. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაში, ოპოზიციური პარტიების აქციებისათვის არასაკმარისი დროის დათმობაში ადანაშაულებენ. რამდენიმე ხნის წინ, სწორედ ამ უკმაყოფილებამ პირველი არხის შენობაში, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე დისკუსია გამოიწვია. ერთი სიტყვით დღეს ეს არხი ყველაზე პრობლემატურ მდგომარეობაშია – ყველაზე დიდია მოთხოვნა მათ მიმართ, დიდია უნდობლობაც და რაც მთავარია ძალიან დაბალია, სხვა კომერციულ არხებთან შედარებით მისი ყურებადობის რეიტინგი. ჩვენი გადაცემის სტუმარია საზ. მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი გია ჭანტურია, რომელიც საკუთარ მოსაზრებას მოგვახსენებს.

გია ჭანტურია – საზ მაუწყებელს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ აკეთოს რაც უნდა ის, რეიტინგისთვის. სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელი შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საზოგადოება გაყოფილია ორად და ორივე ნაწილს განსხვავებული ინფორმაცია აკმაყოფილებს. როდესაც ობიექტურობაზე ვსაუბრობთ, ეს გარკვეულწილად არაპოპულარულია. თუმცა არხი ბოლო პერიოდში ყველაზე ობიექტური და დაბალანსებული იყო.

- ეს მართლაც ასეა. ცოტა ხნის წინ კრიტიკულად განწყობილი მაყურებელი პრიორიტეტს ანიჭებდა ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობას, უფრო ლოიალურად განწყობილი მაყურებელი კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, ე.წ. დაბალანსებულ ობიექტურ ინფორმაციაზე მოთხოვნა და დაკვეთა აშკარად არ მოჩანს, თუმცა მიუხედავად ამისა, უკანაკსნელი თვეების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ ამგვარად მაუწყებლობს, რაც მის დაბალ რეიტინგზეც აისახება. მაგრამ ამასთანავე მუშაობის ამგვარი სტილი, სადაც კონცენტრირება მხოლოდ ბალანსზე და დროის თანასწორად გადანაწილებაზე ხდება, ერთი საშიშროებას ქმნის, რომლის შესახებაც საზ არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ჟურნალისტი ხათუნა კვესელავა მოგვახსნებეს.

ხათუნა კვესელავა – მე ვთვლი, რომ საინფორმაციო გადაცემა ეს არის ერთადერთი პრიორიტეტი, რომელიც საზ. მაუწყებელს უნდა ქონდეს. მაგრამ არის მეორე მომენტი, რომელიც მე ძალიან მაწუხებს. ეს კავშირში არის ამ მემორანდუმთანაც. დღეს მედია აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს ღრმა ჟურნალსიტიკა. საწმუხაროდ საზ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აღმოჩდა ჩიხში და მოუხდა იძულებითი ნაბიჯის გადადგმა, რაც გულისხმობს მემორანდუმს. ეს ქმნის საშიშროებას და მედიაში მკვიდრდება პროტოკოლური სტილით მუშაობა, რაც აუცილებლად შეაფერხებს მედიის განვითარებას.

- ამგვარი ურთიერთწინააღმდეგობებით არის სავსე მედია რეალობა, რომელიც მისი განვითარების გზაზე დგას და რომელსაც მრავალი დაბრკოლება ხვდება წინ.

XS
SM
MD
LG