ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმაში ციკლონით დაზარალებულთა 80 პროცენტი დახმარებას ელის


სამშველო სააგენტოებმა ციკლონით დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის მიზნით ბირმის მთავრობისგან თავისუფალი მიმოსვლის ნებართვა მიიღეს, აცხადებენ ჰუმანიტარული და სამაშველო სააგენტოები.

დამანგრეველმა ციკლონმა ბირმას სამი კვირის წინ გადაუარა . გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ოთხი დაზარალებულიდან სამი კვლავ დახმარენის მოლოდინშია. ციკლონის შედეგად 134 ათასი ადამიანი დაიღუპა და უგზო უკვლოდ დაიკარგა.

2 მილიონზე მეტი ადამიანი სუფთა სასმელი წყლის, მედიკამენტისა და თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად საერთაშორისო საზოგადოებრიობას სჯერა რომ ბირმის მთავრობა პირობას არ დაარღვევს და სამაშველო რაზმებს ქვეყანაში თავისუფლად მიმოსვლისა და დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს.

ამის ფონზე გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ბირმის სამხედრო მთავრობასთან ორი ათასი დაობლებული ბავშვის მომავლის შესახებ. ბირმის მთავრობა მათ ბავშვთა სახლში განთავსებას უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG