ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში შეერთებული შტატების მოქალაქეებს კუბაში მობილური ტელეფონების გაგზავნის უფლებას რთავს


მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში კუბას სათავეში რაულ კასტრო ჩაუდგა, ჰავანამ ხელი მოაწერა გაეროს ადამიანის უფლებების ხელშეკრულებას. პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ ამას დიდად არ უმოქმედია კუბის პოლიტიკური პატიმრების ბედზე:

“პოლიტიკური დისიდენტების დევნა გრძელდება. მათ ცემენ და ხოცავენ. კასტროს ტროპიკულ გულაგში ორასზე მეტი პოლიტიკური პატიმარია დამწყვდეული”. განაცხადა პრეზიდენტმა.

რაულ კასტრომ კუბის ლიდერის პოსტზე ავადმყოფი უფროსი ძმა ფიდელი შეცვალა. ორმოცდა ცხრა წლის განმავლობაში პირველად, კუბის ახალმა პრეზიდენტმა რამდენიმე რეფორმა გაატარა. მოსახლეობას კომპიუტერების, მობილური ტელეფონების და ვიდეოაპარატურის შეძენის უფლება მიეცა:

“იმ შემთხვევაში თუ კუბის რეჟიმი სერიოზულად ფიქრობს ხალხისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, მაშინ უფრო მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს. ახლა, როდესაც კუბელებს მობილური ტელეფონების ქონის უფლება მისცეს, მათ სახალხოდ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებაც უნდა მისცენ”. აღნიშნა ბატონმა ბუშმა.

ახლა, როდესაც კუბელები ვიდეოარპარატურას იძენენ, პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ მათ დისიდენტი კუბელი კინდოკუმენტალისტების მიერ გადაღებული ფილბების ნახვის უფლება უნდა მიეცეთ. “კომპიუტერების შეძენის შემდეგ, ხალხს ინტერნეტით სარგებლობაც თავისუფლად უნდა შეეძლოს” დაამატა პრეზიდენტმა.

თუმცა ზემოთქმული აპარატურის შეძენა, კუნძულის ძირითადად ღარიბი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ძალუძს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტმა ბუშმა კუბის წინააღმდეგ მრავალი ათეული წლის მანძილზე არსებული ემბარგო შეასუსტა და ახლა ამერიკაში იმიგრირებულ კუბელებს, კუნძულზე დარჩენილი ახლობლებისთვის მობილური ტელეფონების საჩუქრად გაგზავნის უფლება ეძლევათ.

პრეზიდენტი ბუში სკეპტიკურად აღიქვავს კუბის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ხელსეკრულებაზე ხელის მოწერას:

“გამოცდილება გვკარნახობს, რომ კუბის რეჟიმი რეალურად ასეთი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. პირიქით, ეს გადაწყვეტილება ცინიკურ დაცინვას წააგავს კიდეც”. აღნიშნა ბატონმა ბუშმა.

XS
SM
MD
LG