ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელ მოედანზე მძიმე საბრძოლო ტექნიკამ  ჩაიარა


17 წლიანი ინტერვალის შემდეგ მოსკოვში წითელ მოედანზე სამამულო ომის გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმისას მძიმე საბრძოლო ტექნიკამ პირველად ჩაიარა.

მოედანზე ჩაიარა ას ერთეულზე მეტმა ტანკმა, ჯავშანმანქანამ, თვითმავალი საარტილერიო და საზენიტო სისტემამ, აგრეთვე მოხდა მობილური დანადგარებით ბალისტიკური რაკეტების გამშვებთა დემონსტრირება.

აღლუმის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დამსწრეთ განუცხადა რომ რუსეთი არ დაუშვებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.

გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა რომ რუსეთისთვის მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის უპასუხისმგებლო ამბიცია ჩაერიოს მეორე ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში და რომ ოფიციალური მოსკოვი ასეთ ქმედებებს საპასუხო ზომებით შეხვდება.

XS
SM
MD
LG