ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტს ჰქონდა ადგილი


ერაყის ხელისუფლების განცხადებით სუნიტებით დასახლებულ რაიონებში ორი აფეთქება მოხდა, რამაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პირველი ტერაქტი ქალაქ ბაქუბაში სამთავრობო დაწესებულების წინ მდებარე რესტორანთან მოხდა, როდესაც ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ამ თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ერაყის პოლიციის განცხადებით მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

მეორე ტერაქტი ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქ რამადიში მოხდა, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჯერჯერობით უცნობია ეს კამიკაძის მიერ მოწყობილი თვადსხმა იყო, თუ ტერორისტებმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს.

ერაყის სხვა რაიონებში მომხდარი თავდასხმების შედეგად დღეს კიდევ 22 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG