ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ამერიკას სტუმრობს


დღეს აშშ-ში ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის რომის პაპი ბენედიქტე მე-16-ე. ვაშინგტონის შორიახლოს განლაგებული ენდრიუსის სამხედრო საჰაერო ბაზის აეროდრომზე ავიალაინერის ტრაპთან კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს თვით აშშ-ის პრეზიდეტნი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ბუში შეხვდებიან. ხვალ თეთრ სახლში საგანგებო დარბაზობა გაიმართება სტუმრის პატივსაცემად.

ვიზიტის დროს რომის პაპი ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ღია ცის ქვეშ აღავლენს მესას. ამას გარდა იგი შეხვდება ამერიკის კათოლიკური უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგნელებს. რომის პაპი ნიუ იორკში მოინახულებს იმ ადგილს სადაც 2001 წლის თერთმეტ სექტემბრამდე მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობები იყო აღმართული. პარასკევს რომის პაპი გაეროს მიმართავს სიტყვით. ხვალ ბენედიქტე მე-16-ეს დაბადებიდან 81-ე წლისთავი უსრულდება. შაბათს კი მისი რომის პაპის ტახტზე აღსაყდრებიდან მესამე წლისთავი აღინიშნება.

XS
SM
MD
LG