ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა თურქეთის მთავრობასთან თანამშრომლობს


აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და ერაყის საქმეების კოორდინატორი დევიდ სადერფილდი აცხადებს, ორმ აშშ-ს და თურქეთის ხელისუფლებას სტაბილური და უსაფრთხო ერაყის სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურთ, ქვეყნისა, რომელიც საფრთხის, ძალადობის წყაროს არ წარმოადგენს და არც ტერორს ნერგავს მეზობელ სახელმწიფოებსა და რეგიონში. ანკარაში შემდგარ ინტერვიუში ელჩმა სადერფილდმა აღნიშნა, რომ ერაყს ის ძალები ემუქრებიან, ვინც ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს. ესენია ირანის ჰეგემონისტური ამბიციები და პირდაპირი ხელშეწყობა ერაყში არსებული ძალადობისა, სუნიტური ტერორი და ალყაიდასა და ქურთისტანის მუშათა პარტიის სახელით ცნობილი ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც თურქ მოქალაქეებს ატერორებს. თავის მხრივ, აშშ-ს ელჩი სადერფილდი აცხადებს, რომ ამერიკა ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგაიზაციად მოიაზრებს, რომლის საქმიანობის გამოც ბევრი უდანაშაულო თურქი დაიღუპა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ქურთისტანის მუშათა პარტია უდანაშაულო ქურთებსაც აყენებს ზიანს, აგრძელებს ელჩი სადერფილდი. მისი განცხადებით, აშშ მიესალმება ქურთისტანის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მუშათა პარტიის ირგვლივ არსებული პრობლემების დასაძლევად. ბატონმა სადერფილდმა იქვე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იქნება აუცილებელი. ქურთისტანის პარტიის მხრიდან მომავალი საფრთხის დასრულება, მისი განცხადებით, ყოვლისმომცველ მიდგომას მოითხოვს, მიდგომას, რომელიც სამხედრო, სოციალურ, ეკონმიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს ითვალისწინებს. ბატონი სადერფილდის განცხადებით, ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ადამიანებს პირობები უნდა შეექმნათ რათა თურქეთის მოქალაქის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. თურქეთის მთავრობა, ბატონი სადერფილდის განცხადებით, ერაყის მთავრობასა და ერაყელ ხალხთან ეკონომიკის, სოციალური, კულტურის სფეროსა და პოლიტიკის დარგში დადებითი ურთიერთობების განხორციელების შესაძლებლობას ხედავს. ამ მიმართულებით ამერიკის მთავრობას ურთიერთობების გაღრმავება სურს თურქეთისა და ერაყის საბოლოო წარმატებისათვის.
XS
SM
MD
LG