ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოსა და უკრაინის სამოქმედო გეგმას ნატოში დეკემბერში განიხილავენ


შეერთებული შტატების მიერ რაკეტსაწინაღო სისტემის ცენტრალურ ევროპაში განლაგებას მხარს უჭერს ნატოს წევრი ქვეყნები. ნატოს ლიდერების ბუქარესტის სამიტი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაგვირგვინდა. ნატოს გენერალური მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა განაცხადა რომ რუმინეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენცია პოზიტიური განწყობით დასრულდა თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ამავე განცხადების თანახმად ნატოსა და ოფიციალური მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებმა მრავალსახოვანი დატვირთვა მიიღო. დღეს, ჩვენი ურთიერთობები არა მარტო პოლიტიკური რეალობითა აზრთასხვადასხვაობით შემოიფარგლება, არამედ ჩვენ შევეხეთ ისეთ საკითხებს რომელიც პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს. მოგვიანებით პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა რომ კმაყოფილია მოლაპარაკებებით თუმცა იქვე დაამატა რომ უკმაყოფილოა აშშ-ის მიერ ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებისა და ნატოს გაფართოების გეგმით. დღეს ნატოს ლიდერები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე იმსჯელეს. როგორც მოგეხსენებათ ნატოს ლიდრებმა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ე.წ. მაპს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა ერთხმად აღნიშნავენ რომ ორივე ქვეყანა მართებულ გზას ადგას. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა აღნიშნა რომ მიუხედავად ალიანსის მიერ საქართველოსა და უკრაინისთვის ეგრედ წოდებული მაპის მინიჭების უარყოფისა, ნატოს ლიდერები მიესალმებიან ამ ორი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს წევრობისთვის და იქვე დაამატა რომ ეს თემა კვლავ იქნება განხილული დეკემბერში. გუშინდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ნატო მომავალში მხარს დაუჭერს.
XS
SM
MD
LG