ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვერდის “ატილა” თბილისის ოპერაში


21 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კიდევ ერთი პრემიერა გაიმართა. ფონდი “იავნანას” და თბილისის ოპერის თეატრის გაერთიანებული პროექტი გახლავთ ჯუზეპე ვერდის “ატილა, ამიერიდან ოპერის სარეპერტუარო წარმოდგენა იქნება. ვერდის ოპერა მისი კონკრეტული სიუჟეტის გამო აღიქმებოდა, როგორც ისტორიული დრამა, რომელიც ასახავს კონკრეტულ უძველეს ისტორიულ მოვლენებს. სინამდვილეში იგი ფაქტობრივად გახლდათ მიმდინარე პროცესის - იტალიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გამოძახილი.პარასკევს, საღამოს შვიდ საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე უბრალოდ მორიგი პრემიერა არ გაიმართა. "ატილას", საოპერო ნაწარმოებს რომელიც სირთულის გამო ევროპულ თეატრებშიც კი იშვიათად იდგმება, ერთობ უნიკალური საშემსრულებლო გუნდი წარმოგვიდგენს.

სპეციალურად პრემიერისთვის თბილისში ბრძანდებიან ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე და სოპრანო, რომელიც გასულ წელს სწორედ პაატა ბურჭულაძემ და მისმა საქველმოქმედო ფონდმა გაგვაცნო, როცა ქალბატონმა კრაიდერმა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამართულ "აიდაში" იმღერა. გასტროლიორებთან ერთად ტენორის პარტია, ანუ ფორესტოს სახე გიორგი ონიანma გააცოცხლა ბანი, ანუ ეციო სულხან გველესიანი იყო. როგორც ერთს, ისე მეორეს ნამდვილად არ აქვს იოლი მისია. ისინი ერთ სპექტაკლში როგორც დრამატულ ისე ლირიულ სახეებს ქმნიან.

"ატილა" იშვიათად იდგმება ევროპულ თეატრებში იმიტომ რომ, ყველა, მაგრამ განსაკუთრებით სოპრანოს პარტია არის რთული შესასრულებელი. საამაყოა რომ საქართველოში ბევრი ისეთი მომღერალია, რომელსაც შეუძლია ამ პარტიის დაძლევა -. ამბობს პაატა ბურჭულაძემიშელ კრაიდერმა გასულ წელს ჩვილი ბავშვი დატოვა, რომ ქართველ უსახლკარო პატარებს დახმარებოდა. დღესაც იგივეს ამბობს, რაც მაშინ გვითხრა, დღესაც ისეთივე კეთილგანწყობილია: "პაატას მადლიერი ვარ, რომ თქვენი ქვეყანა გამაცნო და საშუალება მომცა კიდევ ერთხელ შევიტანო წვლილი იმ დიდ საქმეში, რომელსაც "იავნანა" აკეთებს. როცა არ უნდა გახდეს საჭირო ჩემგან დახმარება, მუდამ მზად ვარ."პრემიერამდე, რამდენიმე დღით ადრე ფონდმა "იავნანამ" და ოპერის თეატრის ხელმძღვანელობამ, დირექტორმა დავით საყვარელიძემ და მთავარმა დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა თეატრისთვის აქამდე არადამახასიათებელი პრესკონფერენცია მოაწყვეს. ჟურნალისტები პირდაპირ სცენაზე მიიიღეს, შემდეგ კი გენერალურ რეპეტიციას დაასწრეს. თუმცა მედია და შემფასებელი საზოგადოება არ იყო ამ რეპეტიციის ერთადერთი მაყურებელი. დარბაზში ინტერესით აღსავსე პატარების თვალებიც ანათებდა. პაატა ბურჭულაძემ თეატრში პირადად მიიწვია წყნეთის, საგურამოსა და "მომავლის სახლის" ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. "ატილას" თბილისური პრემიერა თბილისის თეატრისა და პაატა ბურჭულაძის ერთობლივი ნამუშევარია. პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტითა და პირადი კავშირებით ჩვენს რეპერტუარს შეემატა დადგმა რომლის სცენოგრაფიაც ფრანგ მხატვარს ჟან პიერ კაპეირონს ეკუთვნის. რეჟისორული მონახაზები კი ცნობილ რეჟისორს ჟან ლუი გრინდას. მიუხედავად ამისა, პრემიერა არ შედგებოდა, რომ არა დამდგმელი რეჟისორის ზაზა აზმაიფარაშვილის მუშაობა, დავით საყვარელიძის დადგმა და დავით მონავარდისაშვილის მიერ განხორციელებული ფრანგი მხატვრის დეკორაცია.

XS
SM
MD
LG