ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი დეს ბრაუნი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ჩავიდა, სადაც მიმდინარეობს თათბირი ერაყში ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან და სამხედრო მეთაურებთან.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს იგი ქალაქ ბასრას დღეს ჩაფრინდა. სამინისტრომ არ გაამჟღავნა მინისტრის ერაყში ვიზიტის დეტალები.
გასული წლის განმავლობაში ბრიტანეთმა შეამცირა სამხედრო ძალების რაოდენობა ერაყში, თუმცა ბასრასთან ჯერ კიდევ 4 ათასი ბრინატელი ჯარისკაცია დისლოცირებული.
ამის ფონზე დღეს ერაყის პოლიცია აცხადებს რომ ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა 10 ადამიანი.
ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქში დივანიაში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი.