ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტები ერაყში


ერაყში გუშინ განხორციელებულ ორ ტერაქტში დაღუპულთა რიცხვი 68-ა კაცამდე გაიზარდა. პოლიციის განცხადებით დაჭრილია 120-ი კაცი. ტერაქტი განხორციელდა ბაღდადის კარადას უბანში. ჯრ-ჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა ტერაქტებისათვის.

მომხდარის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა ბაღდადში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა ალენ ბეტ შელეტმა. მან ეს ტერაქტები დაახასიათა როგორც ერაყელი ხალხის მიმართ განხორციელებული ძალადობა.

ტერაქტები განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ ძალმომრეობის მასშტაბები ერაყში საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ რაც გასულ წელს ვაშინგტონმა ერაყში გადაისროლა დამატებით ოცდაათი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. პენტაგონის განცხადების თანახმად ამჟამად ხორციელდება ერაყიდან ორი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანა.

XS
SM
MD
LG