ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში შემთხვევით გატყორცნილი რაკეტის აფეთქების შედეგად 13-ი კაცი დაიღუპა


პაკისტანში შემთხვევით გატყორცნილი რაკეტის აფეთქების შედეგად 13-ი კაცი დაიღუპა. არიან დაჭრილები. თვითმხილველთა თქმით ვაზირისტანის რეგიონში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან იქნა გატყორცნილი რაკეტა. ეს ფაქტი დაადასტურა უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა.

პაკისტანის სამხედრო უწყება ჯერ-ჯერობით თავს იკავებს ამის თაობაზე რაიმე განცხადების გაკეთებისაგან, რადგანაც ამან შეიძლება ბიძგი მისცეს დებატებს, პაკისტანის სუვერენობის დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ახლახანს ვაზირისტანში ალყაიდას ერთ-ერთი წევრი აბუ ლაიტ ალ ლიბი მოჰკლეს.

დღემდე არ არის ცნობილი თუ როგორ იქნა იგი მოკლული, თუმც იმ ინფორმაციის თანახმად, რომელმაც ადგილობრივ პრესაში გაჟონა მისი ლიკვიდაცია სწორედ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან გატყორცნილი რაკეტის მეშვეობით განხორციელდა.

XS
SM
MD
LG