ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ერაყში


ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისკანდერიაში კამიკაძე ტერორისტმა 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, როცა მომლოცველები შიიტურ დღესასწაულზე თავყრილობაზე იკრიბებოდნენ. პოლიციის განცხადებით, 20 ადამიანი დაიჭრა.

დღეს უფრო ადრე, ბაღდადში შიიტ მომლოცველებს თავს დაესხნენ. დაიღუპა სამი, დაიჭრა 36 ადამიანი. მიმდინარე კვირას ქალაქ კარბალაში მილიონობით პილიგრიმს ელოდებიან--წინასწარმეტყველ მოჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის მარტვილობის აღსანიშნავად. კარბალას პოლიცია იტყობინება, რომ უკვე მობილიზებულია 40 ათასამდე პოლიციელი და ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG