ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კამიკაძე ტერორისტების აფეთქებები გრძელდება


ერაყის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ დღეს, ბაღდადში ქალმა კამიკაძემ სულ ცოტა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა განხორციელებული ტერაქტისას. დღეს მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ცნობები, ქალმა ქამარზე დამაგრებული ასაფეთქებლები ელექტრონული საქონლის მაღაზიაში ააფეთქა. პოლიციის განცხადებით, ქალმა მაშინ აიფეთქა თავი როცა მას სამართალდამცავები სწორედ ასაფეთქებლებით სავსე ქამრის ქონის გამო, ქუჩაში დაედევნენ. თვის დასაწისში, ბაღდადის ცხოველების ბაზარში ორი კამიკაძე ქალის მიერ განხორციელებულ აფეთქებებს 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ, მაღალი რანგის ერაყელმა სამხედრო პირმა აღნიშნა, რომ ბაღდადში მეამბოხეების მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა საგრძნობლად იკლო ერთი წლის წინ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების შემდეგ.
XS
SM
MD
LG