ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში  მოულოდნელად ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა


თბილისში დღეს გახდა ცნობილი, რომ ლონდონში გუშინ საღამოს 11 საათზე გარდაიცვალა ბიზნესმენი, 5.01. საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბ.პატარკაციშვილი. არსებული ოფიციალური ინფორმაციით ბიზნესმენი გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილის ოფიციალურ მიზეზს ლონდონის ექსპერტიზა სავარაუდოდ ხვალ დაასახელებს.. თბილისში ბ.პატარკაციშვილის თანაგუნდელები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ბუნებრივია, ასეთ ტრაგიკულ შემთხვევაში რთული იყო დღეს ბიზნესმენთან დაპირისპირებულ პოლიტიკური ძალებისთვის კომენტარების გაკეთება. უმრავლესობიდან კომენტარზე ქ-ნი ნაზი არონია დათანხმდა, რომელმაც უპირველეს ყოვლისა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა..

თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ბ.პატარკაციშვილის დედის სახლში დილიდან უამრავი ადამიანი მივიდა სამძიმრის სათქმელად : პოლიტიკოსები, ბიზნესის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.. გრიბოედოვის # 29 ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტს დღეს კი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ახვლედიანს გავესაუბრე, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ლონდონის ექსპერტიზა ბ.პატარკაციშვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაასახელებს.

XS
SM
MD
LG