ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა


გუშინ, 12 თებერვალს საღამოს ლონდონთან ახლოს მდებარე რაიონში სურეიში ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი თავის ვილაში გულის შეტევით გარდაიცვალა.

პატარკაციშვილმა საქართველო გასულ წელს დატოვა და თავი ლონდონს მას შემდეგ შეაფარა რაც ქართველმა სამართალდამცავებმა სახელმწიფო შეთქმულების მომზადებაში ჯერ ეჭვმიტანილად, მოგვიანებით კი ბრალდებულად ცნეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა ბადრი პატარკაციშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და მან ხმათა 7 პროცენტი დააგროვა.

ბრიტანეთის პოლიცია, სკოტლანდ იარდი აცხადებს რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას განიხილავს როგორც ”საეჭვო” შემთხვევას ისევე როგორც სხვა მოულოდნელ გარდაცვალებას, დღეს მოგვიანებით გვამის ექსპერტიზა ჩატარდება, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი.

XS
SM
MD
LG