ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჟიოტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო


გაერთიანებული ოპოზიცია დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბა და საზოგადოებას მიმდინარე კვირას დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. როგორც ვიცით, ხელისუფლებისგან ოპოზიცია მემორანდუმით 17 პუნქტის შესრულებას მოითხოვს, აქედან 3 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას. ეს მოთხოვნებია : პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცსკოს თავმჯდომარის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობებიდან გადაყენება. მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ თანახმაა ოპოზიცია განაგრძოს კონსულტაციები პარლამენტის სპიკერთან ნინო ბურჯანაძესთან.

ყველაზე აქტიურად მოვლენები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ხელისუფლებას თ.კინწურაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამ თანამდებობაზე 100-მდე პრეტენტენტმა შ იტანა განაცხადი, მათ შორის 1 არხის ყოფილმა თანამშრომელმა ლალი მაროშკინამ,რომელმაც დღეს თბილისი-მარიოტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანდიდატებს სთხოვენ სურათებს, ავტობიოგრაფიას, სხვა დოკუმენტებს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა პროგრამით. რა პროგრამით გეგმავს მოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებლის სათავეში ესა თუ ის კანდიდატი ?!

ლ.მაროშკინას მხარდასაჭერად ბრიფინგს ცნობილი, მისი ექს კოლეგები ესწრებოდნენ : ნუგზარ რუხაძე, მარკ რივკინი, მსახიობები სოსო ჯაჭვლიანი, მომღერლები მაია ბარათაშვილი, ძმები რცხილაძეები..

რატომ უჭერენ ისინი მხარს ლ.მაროშკინას ? - სოსო ჯაჭვლიანის და თემურ რცხილაძის თქმით ისინი მხარს უჭერენ პროფესიონალიზმს, პროფესიონალიზმის მხარდასაჭერად მოვიდნენ...

გარდა იმისა, რომ 100-მდე ადამიანმა განაცხადი შეიტანა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე, განაცხადები შეაქვთ სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს, მათ შორის არის მარინა აბულაძე. დღეს ჟურნალისტთა გილდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 2001 წლამდე 1 არხის ჟურნალისტი, ბოლო 5 წლის განმავლობაში მ.აბულაზე იყო საავტორო პროგრამა „ანარეკლის“ წამყვანი, რომელიც თვლის, რომ პროფესიონალები უნდა დაბრუნდნენ, რომლებიც 4 წლის წინ ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურებიდან დაითხოვეს.

XS
SM
MD
LG