უკანასკნელ დროს ძალიან ხშირად ისმის სხვადასხვა სახის ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მათ შორის ყველაზე პოპულარული ამ ტიპის კრიტიკაა: ეს არის ანტიეროვნული მთავრობა, ანტიქართული პოლიტიკა და ა.შ. მაგრამ კიდევ უფრო ხშირად, ასეთი კრიტიკა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით გამოითქმის. მაგალითად ჯერ დანიშნული, ანუ დამტკიცებული არ იყო ახალი მინისტრი გია ნოდია, რომ მისი მისამართით უკვე გაისმა ეს “ანტიეროვნულობის” ბრალდება. ფაქტია, რომ რეფორმა, რომელიც განათლების სიტემაში მიმდინარეობს, უმეტეს წილად დაწუნებული, გაკრიტიკებული და ანტიქართულად არის შეფასებული. დღევანდელ გადაცემაში ჩვენს კითხვას პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი სიმონ ჯანაშია. რა შეიძლება იყოს იმის სავარაუდო მიზეზი, რომ განათლების სისტემის რეფორმა ხშირ შემთხვევაში ნეგატიურად არის შეფასებული.
სიმონ ჯანაშია – ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ნაკლი, რომ საზოგადოებას ჩვენ ვაწვდიდით ნამდვილ და ჭეშმარიტ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას ვაკეთებდით. ჩვენ საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში და შევათანხმეთ მასთან იმ რეფორმების იდეა, რომელსაც ვატარებდით. ჩვენ ჩამოვწერეთ ძირითადი მიზნები, რომელიც შეთანხმდა საქართველოს აბსოლუტურად ყველა სკოლასთან, მათ შექმნაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პედაგოგიკის ინსტიტუტმა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებმა. და რას ამბობს ეს დოკუმენტი, რომ ყველა სკოლადამთავრებული უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც მინიმუმ 8 საერთო მახასიათებელს. ერთერთი ამ რვიდან არის, ის რომ ყველა სკოლადამთავრებულ, საქართველოს მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს ინტერესების გათვალისწინება და უნდა იყოს აქტიური მოქალაქე. მეორე საკითხია, ვთქვათ დაფინანსების სისტემა, არსებობს თუ არა ასეთი სხვაგან. ასე ჩვენ ვერ ვიპოვნით ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც სრულიად გამორჩეულია. ყველგან იწერება ნიშნები და ყველგან მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს და არა პირიქით. ჩვენ რომ ვნახოთ რა რეაქციები ქონდა საზოგადოებას, როდესაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გაჩნდა, მაშინაც იყო ლაპარაკი აპოკალიფსზე. ასე, რომ ნებისმიერი ცვლილება, საზოგადოების ერთი ნაწილისათვის აღიქმება მტკინვეულად.
- მე შეგახსენებთ, რომ ჩვენს კითხვებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია პასუხობდა.