პალესტინელთა სამხედრო ორგანიზაცია ჰამასმა გაანთავისუფლა პრემიერ-მინისტრ სალამ ფაიადის მრჩეველი ომარ ალ-ღული, რომელიც დეკემბერში დააპატიმრეს ღაზის სექტორში საკუთარ სახლში. ალ-ღული ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ჰამასის პოლიტიკას.
ამასობაში ქაიროში ჰამასის და პრეზიდენტ აბასის წარმომადგენლები ცალ-ცალკე შეხვდნენ ეგვიპტის ხელისუფლებას ღაზას საზღვარზე შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით.