ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავალ ლიდერ ქალთა დაჯილდოება !


საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (usaid) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს ქორთიარდ-მარიოტში მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის ფარგლებში, სერტიფიკატები გადასცეს პროგრამაში მონაწილეობისთვის პარლამენტის წევრებს მ.ნაჭყებიას, ნ.არონიას, გ.მაღრაძეს, საქართველოს გზის ლიდერს ს.ზურაბიშვილს და სხვა..

ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ დაფინანსებით საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამას, რომლის მიზანია ქალთა პოლიტიკური აქტივობის ამაღლება, საპარლამენტო არჩევნებისთვის ქალ-კანდიდატთა მომზადება და მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი იფიქრონ მომავალ პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდის გზებზე.

სხვათაშორის, გუშინდელ რიგგარეშე პარლამენტის სხდომაზე მთავრობის ახალი კაბინეტის დამტკიცებისას პარლამენტის წევრმა ნაზი არონიამ შენიშვნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ კაბინეტში მხოლოდ 2 მანდილოსანია : ეკონომოკის მინისტრი ეკატერინე შარაშიძე და გენპროკურორი ეკა ტყეშელაშვილი...

დღევანდელ ღონისძიებაზე აშშ ელჩმა ჯონ ტეფტმა იმედი გამოთქვა, რომ ქალთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო ამაღლდება, სიცილით გაიხსენა, რომ 36 წლის წინ, როცა იგი იწყებდა დიპლომატიურ კარიერას, წარმოუდგენელი იყო რომ აშშ სახელმწიფო მდივანი შავკანიანი ქალბატონი იქნებოდა, და რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი სენატორი მანდილოსანი იქნებოდა... ღონისძიებას ესწრებოდა პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების ლიდერი კ.გამსახურდია, მისივე თქმით მოძრაობაში მრავლად არიან ქალბატონები, 2 მათგანი კი დღეს სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

XS
SM
MD
LG