დღეს აზიის ბაზარი დაღმავალზეა. შიშობენ, რომ შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი რეცესია. აზიის ქვეყნების ნაწარმზე მოთხოვნას მკვეთრად შეამცირებს. შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი შვიდი პროცენტით დაეცა. ხოლო ტოკიოს ნიკეისა და ბომბეის სენსექსის მაჩვენებლებმა კი ოთხ-ოთხი პროცენტით დაიწია.
ჰონკონგის ჰანგ სენგის ინდექსმა ხუთპროცენტიანი ვარდნა განიცადა. ლონდონის, პარიზისა და ფრანქფურტის საფონდო ბირჟების მაჩვენებლებმა ორ-ორი პროცენტით დაიწია. ექსპერტების აზრით ინვესტორები ძალზე შეშფოთებულები არიან მიმდინარე მოვლენებით. შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი მიმდინარე კვირას პრობლემასთან დაკავშირებით შეხვედრის მოწყობას გეგმავს.