ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეს არჩევნები ნამდვილ შეჯიბრს წააგავდა თუმცა დარღვევებიც აღინიშნებოდა


საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” კვლევითი განყოფილების დირექტორს ბატონ ქრისტოფერ უოკერს თხოვეთ.

ბატონო უოკერ როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ხმათა დაახლოებით ორმოცდათორმეტი, ხოლო ლევან გაჩეჩილაძემ კი ოცდახუთი-ოცდასვიდი პროცენტი დააგროვეს. თქვენის აზრით რას მოასწავებს ეს ციფრები საქარტველოსთვის? ბუნებრივია იმის გარდა, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ვკითხეთ ჩვენ ბატონ ქრისტოფერ უოკერს.

ეს არჩევნები ნამდვილ შეჯიბრს წააგავდა თუმცა დარღვევებიც აღინიშნებოდა. მთავარი კითხვა კი ისაა თუ რას მოიმოქმედებს შემდეგში ხელისუფლება. მოგეხსენებათ არცევნები დემოკრატიული პროცესის აუცილებელი, მაგრამ არაერთადერთი ნაწილია. გვითხრა ბატონმა უოლკერმა. მან გააგრძელა, რომ ახლა, როდესაც სააკაშვილმა საპრეზიდენტო სრბოლაში გამარჯვებას მიაღწია, ხელისუფლებამ და ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი ენერგია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას უნდა მოახმარონ. საქართველოს ბედს ის გადაწყვეტს თუ რა მოხდება ამ არჩევნების შემდეგ. დაამატა მან.

მიხეილ სააკაშვილმა წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად ნაკლები ხმა დააგროვა. როგორ ფიქრობთ როგორ იმოქმედებს ეს მის ქმედებაზე და როგორ იმოქმედებს ეს ოპოზიციის დამოკიდებულებაზე სააკაშვილის მიმართ? ვკითხეთ ჩვენ ბატონ უოკერს.

იმედია, რომ არჩევნების შედეგი ქვეყნის პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელებს აგრძნობინებს იმას, რომ საქართველო საკმაოდ გახლეჩილია და იმედია, რომ პოლიტიკოსები დაპირისპირებას შეწყვეტენ და კონსტრუქციულ დიალოგს მიმართავენ. ორივე მხარე დაფიქრებულად იმოქმედებს. ნათელია, რომ საქართველოსთვის კარგი მხოლოდ ასეთი ვითარება შეიძლება იყოს. გაგვცა პასუხი ბატონმა უოკერმა. რაც შეეხება უახლოეს მომავალს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი ბევრად უფრო წარმატებული იქნება და ამ სეტანხმებაში უფრო დიდ როლს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ითამაშებენ. ბოლო პერიოდში ეს ინსტიტუტები საერტოდ არ ჩანდნენ. ამას ჩვენ ადრე ავღნიშნავდით და 2007 წლისადმი მიძვნილ ანგარიშში ჩვენ ეს ნეგატიური მოვლენა ნათლად ავსახეთ. დაამატა ქრისტოფერ უოკენმა. მისი აზრით ყველა პოლიტრიკურმა მოთამაშემ უნდა გაიაზროს, რომ ამ არჩევნებით საქართველოს დემოკრატიული სისტემა ძლიერდება და იგი უფრო ზლიერ ფესვებს იდგამს. ეს კი ამჟამად ძალზე მნიშვნელოვანია.

ბატონო უოკერ საერთაშორისო დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით არცევნები საერთაშორისო ნორმებს აკმაყოფილებს, თუმცა დაფიქსირებულია რიგი დარღვევებისა. რას იტყოდით ამის შესახებ?

ქრისტოფერ უოკერის თქმით, საქართველოსი მივლენილი რამდენიმე ასეული დამკვირვებლიდან ზოგი ამტკიცებს, რომ რიგი დარღვევებისა არინიშნებოდა, თუმცა ამ დარღვევებს მასიური ხასიათი არ მიუღია. მე ვთვლი, რომ არჩევნების საბოლოო ანგარიშს უნდა დაველოდოთ იმისთვის, რომ დარრვევების გამოაშკარავება უფრო ადვილი გახდეს. სთქვა ბატონმა უოკერმა.

საპრეზიდენტო არცევნების გარდა საქართველოს მოსახლეობა ხმას ნატოს ბლოკის წევრობასაც აძლევდა ხმას. ამ შემთხვევაში ნატოს მხარი ამომრჩეველთა სამოც პროცენტზე მეტმა დაუჭირა. როგორ სეაფას4ბდით ამ მონაცემს. დავსვით ჩვენ კითხვა.

არავის ეპარება ეჭვი იმასი, რომ საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია სწადია. საქართველო იმ სტანდარტებტან მიახლოვებას ცდილობს, რომლებიც დასავლეთში უკვე დიდი ხნის განმავლობაშია დანერგილი. სთქვა ბატონმა უოკემრმა. მან აღნიშნა, რომ არჩევნებმა გამოავლინა, ის რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, ანუ ორ მესამედზე მეტი საქართველოს ნატოს ალიანსში გაწევრიანებას უჭერს მხარს და მე იმედს გამოვთქვავ, რომ ქვეყნის პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.

დაბოლოს რას გვეტყოდით თქვენი აზრით საქარტველო სწორი მიმარტულებით მიემართება?

ჩვენ საქართველოს ნახევრად თავისუფალ ქვეყანათა სიაში ვათავსებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო საშუალოდ აკმაყოფილებს ცვენს მოთხოვნებს. აღნიშნა ბატონმა უოკერმა მაგრამ დაამატა, რომ გასატვალისწინებელია ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთ ნათელ გამონაკლისს წარმოადგენს. საქართველოში მიმდინარე პროცესები ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა იმედის ნაოპერწკალია და

სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს ნატომ საქართველოსთან მიმართებაში. დაასრულა ჩვენთან საუბარი ბატონმა ქრისტოფერ უოკერმა.

XS
SM
MD
LG