ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისმა პაკისტანის საელჩოში სამძიმარი გამოხატა ბჰუტოს გარდაცვალების გამო


პაკისტანის ხალხის პარტიამ, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის შემდეგ ლიდერად მისი ვაჟიშვილი ბილავალ ბჰუტო ზარდარი აირჩია. ახალგაზრდა ზარდარი ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს. მისი მამა, ასიფ ალი ზარდარი პარტიას მანამ ჩაუდგება სათავეში, სანამ ბილავალი უნივერსიტეტს დაამტავრებდეს.

ბენაზირ ბჰუტო სხვა ათეულ ადამიანთან ერთად დაიღუპა პოლიტიკური კამპანიის მიმდინარეობისას ქალაქ რავალპინდში. იმ დროს, ბჰუტო მისი პარტიის მხარდამჭერ წინასაარჩევნო აქციას მართავდა. იგი პაკისტანელ ხალხს, თავის წინასაარჩევნო მესიჯში თავისუფლებისაკენ მოუწოდებდა.

იგი ამბობდა: "დედა ყოველთვის მეუბნებოდა--დემოკრატია საუკეთესო შურისძიება არისო".

აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ვაშინგტონში მდებარე პაკისტანის საელჩო მოინახულა და ჩანაწერი გააკეთა ბენაზირ ბჰუტოს ხსოვნისადმი მიძღვნილ სამახსოვრო წიგნში. რაისის განცხადებით, ქალბატონი ბჰუტო დემოკრატიის ნამდვილი ლიდერი იყო.

" მე აქ მოსვლა პირადად მინდოდა, რათა ამერიკელი ხალხის სახელით გამომეხატა გულისტკივილი ბენაზირ ბჰუტოს გარდაცვალების გამო"-თქვა რაისმა.

აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას ექსტრემისტების მიერ ჩადენილი აქტი უწოდა, იმ ადამიანების მიერ მოწყობილი აქტი, ვინც პაკისტანის დემოკრატიის დამხობას ესწრაფვის.

აშშ ცდილობს მხარი დაუჭიროს პაკისტანის დემოკრატიულ განვითარებას.

თეთრი სახლის პრეს მდივანმა სკონ სტანსელმა განაცხადა, რომ პაკისტანის პოლიტიკურმა პარტიებმა თვითონვე უნდა აირჩიონ თავიანთი ლიდერები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პაკისტანელები ექსტრემისტებს დაუპირისპირდნენ და დემოკრატიული განვითარება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაამტკიცონ.

აშშ სახელმწიფო მდივნმა კონდოლიზა რაისმა პაკისტანის სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და ხალხს მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნონ და ერთად იმუშაონ უფრო ზომიერი, მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავლის ასაშენებლად.

XS
SM
MD
LG