ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლევან გაჩეჩილაძე საერთაშორისო თანამეგობრობისგან  „ბინძური თამაშის“ გამოძიებას მოითხოვს


რამდენიმე საათის წინ სააგენტო ‘ რია ნოვოსტში“ გაიმართა ნრგვალი მაგიდა საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთა მონაწილეობით, თუმცა მიხეილ სააკაშვილის შტაბის უფროსი დავით ბაქრაძე შეხვედრაზე არ მოვიდა რის გამოც პროტესტის ნიშნად ლევან გაჩეჩილაძის შტაბის წარმომადგენელმა ირაკლი მოლაშვილმა შეხვედრა დატოვა. მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ლეიბორისტებმა, ირინა სარიშვილის შტაბის უფროსმა გია წინწკალაძემ, გია მაისაშვილის შტაბიდან - გივი გიგაურმა, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს პარლამენტის წევრი გოჩა ჯოჯუა წარმოადგენდა და არა გოგა ჟვანია, რომელმაც ამ პოსტზე 3 დღის წინ ვალერი გელბახიანი შეცვალა. გოჩა ჯოჯუას თქმით, ბადრი პატარკაციშვილის შტაბი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, ხოლო გოგა ჟვანია შეხვედრას იმიტომ არ დაესწრო, რომ ლონდონში გაემგზავრა...

პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ბადრი პატარკაციშვილი და მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ბინძურ თამაშში დაადანაშაულა. - ჩვენ ორივესგან კატეგორიულად მოვითხოვთ ეს თამაში სამართლებრივ ჭრილში გადაიტანონ. საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოვითხოვთ ეს ბინძური თამაში გამოიძიოს - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ სახალხო მოძრაობის სახელით თანაგუნდელებთან ერთად.

მისივე თქმით 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები არის არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის. ეთანხმებიან თუ არა ამ განცხადებას ლეიბორისტები. ამ კითხვით შალვა ნატელაშვილის საარცევნო შტაბის უფროსს სოსო შათბერაშვილს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას ეთანხმებიან, რაც შეეხება კონტაქტებს ბადრი პატარკაციშვილთან, სოსო შათბერაშვილის თქმით ლეიბორისტებს მასტან არც კონტაქტი ჰქონიათ, არც არანაირი კონსულტაციები არ უწარმოებიათ.

XS
SM
MD
LG