ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში გამართულ არჩევნებში შინავატრას პარტია ლიდერობს


ტაილანდის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით წარმატებას ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ- ინისტრის ტაკსინ შინავატრას პოლიტიკურმა მომხრეებმა მიაღწიეს. შეგახსენებთ რომ ტაკსინ შინავატრა შარშან სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას. არაოფიციალური მონაცემებით ტაილანდის სახალხო პარტია პარლამენტში 230 ადგილს მოიპოვებს. ტაილანდის პარლამენტში კი 480 დეპუტატი მოღვაწეობს. მეორე ადგილზე ტაილანდის დემოკრატიული პარტია გავიდა რომელიც ოპოზიციაში იმყოფებოდა შინავატრას პრემიერ-მინისტრობის ჟამს.
XS
SM
MD
LG