შეერთებული შტატების სენატმა მოიწონა 2008 წლის საბიუჯეტო გეგმა. შეერთებული შტატების სენატმა მოიწონა 2008 წლის საბიუჯეტო გეგმა, რომელიც ერაყისა და ავღანეთის ომებისთვის, დაახლოებით სამოცდაათი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტს ხმა სამოცდათექვსმეტმა სენატორმა დაუჭირა ჩვიდმეტის წინააღმდეგ. ბიუჯეტის თანახმად ატობით სამთავრობო დაწესებულებას, მომავალ სექტემბრამდე სულ მცირე ხუთას ორმოცდათხუთმეტი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. უფრო ადრე სენატმა საბიუჯეტო გეგმა დემოკრატების მიერ მოთხოვნილი ცვლილებების შეტანის გარეშე მიიღო. ახლა გეგმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს და შესაძლებელია, რომ დამტკიცების პროცესი დღესვე დასრულდეს.