ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ავღანეთში


ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნატოსა და ავღანეთის ძალებმა 12 ეჭვმიტანილი მეამბოხე და ორი ბავშვი მოკლეს სამხრეთის ქალაქ მუსა ქალაში განხორციელებული ოპერაციისას.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯარებმა ჰელმანდის პროვინციაში არსებულ ქალაქ მუსა ქალას ალყა შემოარტყეს. ამის შედეგად, ტერიტორიიდან გაიქცა 300-ზე მეტი მოსახლე.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ორი ბავშვი მაშინ დაიღუპა, როცა ავტომანქანას, სადაც ისინი ისხდნენ, ცეცხლი გაუჩნდა. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, თალიბი მოთარეშე ავტომანქანას ფარის სახით იყენებდა.

XS
SM
MD
LG