ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა


მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და აქტივისტები ამჯერად ყურადღებას პანდემიის დაძლევის გზებზე ამახვილებენ.

გაეროს შიდსთან , ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურმა ფონდმა განაცხადა, რომ ერთნახევარი მილიონი ადამიანი, რომლებიც აივის ვირუსით არიან ინფიცირებულნი, წამლებით უზრუნველყო.

დღეს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოხანესბურგში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ამ დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტის გამო, რომლის ორგანიზატორია ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა. კონცერტზე გამოვლენ სახელგანთქმული მუსიკოსები ენი ლენოქსი, პიტერ გებრიელი და სხვა.

ამერიკაში, პრეზიდენტი ბუში კი კანონმდებლებს მოუწოდებს დაამტკიცონ მისი წინადადება 30 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, რაც მომავალი ხუთი წლის მანძილზე შიდსთან ბრძოლას მოხმარდება.

XS
SM
MD
LG