ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა მალე  მისი ბირთვული პროგრამების სრულ სიას წარმოადგენს


“ჩრდილოეთ კორეა მალე მისი ბირთვული პროგრამების სრულ სიას წარმოადგენს”- დღეს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ ჰილმა. მისივე თქმით ფხენიანი ამ სიას მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის დაწყებისთვის წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით ვერ იქნა გარკვეული ის ამ სიაში მოხვდება თუ არა პროგრამა, რომელიც ეხება გამდიდრებული ურანის წარმოებას, რომელსაც ჩვეულებრივ ბირთვულ იარაღებში იყენებენ. ბატონმა ჰილმა განაცხადა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ესაჭიროებათ ინფორმაცია ამ კონკრეტულ პროგრამაზე. ჰილი მომავალ კვირას ჩრდილოეთ კორეას მიფრინავს, სადაც ჩრდილოეთ კორეელ მაღალჩინოსნებს შეხვდება და ოდნავ მოგვიანებით იონგ ბიონის რეგიონში განლაგებული მთავარი ბირთვული კომპლექსის დემონტაჟს დაესწრება. ამერიკელი ექსპერტები უკვე ერთი თვეა, რაც ამ პროცესს უწევენ ზედამხედველობას.

XS
SM
MD
LG