ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ


ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ფორ მოჰამედი მოსახლეობას ასკეტური ცხოვრებისკენ მოუწოდებს. მინისტრის აზრით ამან შეიძლება შეამციროს შეერთებული შტატების და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების ეფექტურობა. სანქციების შემოღება ირანის მთავრობის პოზიოციამ განაპირობა, რომელიც უარს აცხაებს იმგვარი ტექნოლოგიების განვითარების შეჩერებაზე, რომლის მეშვეობით ბირთვული იარაღის შექმნაა შესაძლებელი. შეერთებული შტატების უკანასკნელი სანქციები ირანის რევოლუციის გუშაგთა გვარდიის წინააღმდეგ არის მიმართული. სანქციები ირანის სახელმწიფო ბანკებსაც ეხება, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს და ატომური ბომბის შექმნის სამუშაოებს აფინანსებენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებულის ტომ კეისის განცხადებით სანქციები ირანის ხელისუფლების დესტრუქციული პოლიტიკის გამო შემოოიღეს და ეს ღონისძიება არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული:’’ ჩვენი გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლების ნაბიჯებით არის გამოწვეული, რომელიც ბიურთვული იარაღის დაუფლებას ცდილობს და ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს. ჩვენი მიზანია ამ პროგრამების შეჩერება და ირანის მმართევლი რეჟიმის იმდენად დასუსტება, რომ მან ვერ შესძლოს ჩანაფიქრის განხორციელება.” ოქტომბერში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ამერიკა, ვეროკავშირთან რუსეთთან და ჩინეთთან ერთად მზად არის დაიწყოს ირანთან მოლაპარაკებები ნებისმიერ საკითხზე თუ თეირანი შეაჩერებს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებას. ირანში უკვე შეიქმნა რთული სიტუაცია ბენზინთან დაკავშირებით, აქ უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა და ინფლაციის პრობლემაც არსებობს. გარდა ამისა ევროპის გავლენიანმა ბანკებმა უარი თქვეს ირანთან თანამშრომლობაზე და შემცირდა დასავლური ინვესტიციები ნავთობის მრეწველობაში. ახალ დროა ირანის მთავრობამ გაითავლისწინოს საკუთარი ხალხის ინტერესები და ამის მიხედვით იმოქმედოს. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წრმუნებულმა ტომ კეისიმ.
XS
SM
MD
LG