ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში შიიტ და სუნიტ რელიგიურ ფანატიკოსებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში შიიტ და სუნიტ რელიგიურ ფანატიკოსებს შორის მომხდარი შეტაკებისას სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა, 100ზე მეტი დაიჭრა.

სროლა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა დაიწყეს ქალაქ პარაჩინარში, რომელიც ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. პაკისტანის ხელისუფლებამ ამ ქალაქში კომენდატის საათი გამოაცხადა.

ამასობაში, პაკისტანის არმია სვატის დაბლობზე ისლამისტების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება. მოჯაჰედინები ავღანეთის მოსაზღვრე რაიონებიდან შემოიჭრნენ ამ რეგიონში.

სამხედრო ოპერაციას პაკისტანის არმიის გენერალ-მაიორი ახმედ სუჯა ფაშა უხელმძღვანელებს, რომელის თქმით მეამბოხეების ბირთვს კარგად შეიარაღებული ვაზირისტანელი მეომრები წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG