დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი. პარლამენტის სპიკერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით მიტინგების არცერთი ორგანიზატორი, პოლიტიკური ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებამდე დაპატიმრებული არ იქნება, მაგრამ მათ მოუწევთ გამოძიებასთან მუშაობა. - კანონის დამრღვევი ნებისმიერიო მხარის მიმართ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. ამავე დროს ოპოზიცია მოითხოვს ტერორის შეწყვეტას მიტინგებში მონაწილეთა მიმართ. 1000-მდე დემონსტრანტი 400-400 ლარით დაჯარიმდა, მათ ვიდეოჩანაწერების მეშვეობით გამოთვალეს - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ოპოზიცია. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება ჩვენი სტუმარი, ადამიანის უფლებების დამცველი დავით ლილუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მართლაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სახდელით, რამდენიმეზე გავრცელდა ადმინისტრაციული პატიმრობა - რამდენიმედღიანი, როგორც ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციული კანონმდებლობა. - „მაგრამ ისინი არ იყვნენ დამნაშავეები. პირიქით, სახელმწიფო სტრუქტურებიდან იყო როგორც ადმინისტრაციული დარღვევები, ასევე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი“. - ამბობს დ.ლილუაშვილი
პოპულარული
1