ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამონარიდები გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებული სარედაქციო წერილიდან - “კრიზისი საქართველოში”


"საქართველომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბუშის ადმინისტრაციის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ძირითადად იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მან ლიბერალურ დემოკრატიაზე აიღო გეზი.

ეს რევოლუცია სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის სამაგალითო გახდა. ამას გარდა რუსეთის მთავრობის მცდელობა უხეში მეთოდებით ზემოქმედება მოეხდინა საქართველოზე საქართველოსადმი დასავლეთის განსაკუთრებული სიმპატიის საფუძველი გახდა"..ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

"..ხელის ერთი მოსმით მიხელ სააკაშვილმა წერტილი დაუსვა ამ სიმპატიას. ოპოზიციის მშვიდობიანი მიტინგის დარბევისა და საყოველთაო საერთაშორისო დაგმობის შემდეგ ამერიკელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ სააკაშვილს გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რასაც იგი ჯერ-ჯერობით არ აკეთებს.

"..თუ სააკაშვილი არაფერს არ შეცვლის ბუშის ადმინისტრაციამ უნდა შეუწყვიტოს ყოველგვარი დახმარება საქართველოს და გააუქმოს მომავალი თვისათვის სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში. უნდა ითქვას, რომ ბუშის ადმინისტრაციამ თავის დროზე თვალი დახუჭა მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო ძალაუფლების კონსოლიდაციაზე და საკმარისი ზეწოლა არ განახორციელა მასზე, რათა მას რეფორმები გაეტარებინა, რის შედეგადაც მოხდებოდა სასამართლოს, პარლამენტისა და ოპოზიციური პარტიების გაძლიერება. დღეს ამ რეფორმების მოთხოვნა უნდა იყოს საქართველოსთან ურთიერთობის მთავარი საკითხი. არ არის საკმარისი ის, რომ სააკაშვილმა ხუთი იანვრისათვის დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რითაც ოპოზიციურ პარტიებს მეტი ძალაუფლება მიეცემა.

".. აშშ-მა ოპოზიციურ ჯგუფებს მეტი დახმარება და მომზადება უნდა შესთავაზოს და ხელი შეუწყოს საკართველოში თავისუფალ მედიას. განძევებაში მყოფი ლიდერები ისე უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, რომ მათ არ ემუქრებოდეთ დაპატიმრება. მიხეილ სააკაშვილი უნდა მიხვდეს, რომ იგი დღეს შემდეგი არჩევანის წინაშე დგას: ან დემოკრატიის მშენებლობის გაგრძელება, როგორც აშშ-ის მოკავშირე ან საქართველოს იზოლაცია დასავლეთისაგან".

ვაშინგტონ პოსტი - 13/11/07.


XS
SM
MD
LG