საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი თბილისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. შეზღუდვები დაწესდება დემონტრაციებზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაქცია მოახდინა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაზე და უპასუხისმგებლო პროვოკაცია უწოდა მტკიცებას იმის თაობაზე თითქოს თბილისში მასობრივი გამოსვლები რუსეთის სპეც. სამსახურების მიერ იყო ინსპირირებული.