ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი: დიპლომატებმა თავიანთი მოვალეობის შესახებ უნდა გაიხსენონ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, იმ ამერიკელმა დიპლომატებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ ერაყში სამსახურის პერსპექტივით უნდა გაიხსენონ თავიანთი მოვალეობა ქვეყნის წინაშე.

კონდოლიზა რაისის მტკიცებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრი თანამშრომელი მოხალისედ მიემგზავრება ერაყში დიპლომატიური სამსახურის დასაწყებად. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ერაყში 50 ვაკანსიის შევსების შესახებ ამერიკელი დიპლომატების შეშფოთება გამოიწვია. გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის 300-მდე თანამშრომელს ერაყში გამგზავრების შესაძლებლობის შესახებ აუწყა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ერთერთი ვეტერანი თანამშრომლის ჯეკ ქროტის განცხადებით, ერაყში დიპლომატების ძალით გაგზავნა მათთვის პოტენციური სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნება.

XS
SM
MD
LG