ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის წარმომადგენელი დღეს ბირმის ლიდერებს ხვდება


როგორც სახ-დეპის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა აშშ ბირმის ხელმძღვანელობისაგან მოითხოვს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის შეწყვეტას, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარებას, და დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის დაწყებას. ბირმის მთავრობის ხელმძღვანელმა გენერალმა ტან შვემ განაცხადა რომ იგი მზადაა ბირმის დემოკრატიული ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენელს აუნგ სან სუჯის შეხვდეს., რომელიც აი უკვე 18 წელია შინა პატიმრობაში იმყოფება.

საგულისხმოა რომ ბირმის ხელმძღვანელობა ამ შეხვედრისათვის განსაზღვრულ წინაპირობებს აყენებს. კერძოდ, ქალბატონმა სან სუ ჯიმ უნდა შეწყვიტოს ანტისამთავრობო მოღვაწეობა და შესწყვიტოს მისი მიმართვები საერთაშორისო სანქციები დაუწესონ ბირმას. აღსანიშნავია რომ აშშ-მა და ევროკავშირმა უკვე შემოიღეს სანქციები ბირმის მიმართ და ოფიციალური ვაშინგტონი ამ ჭრილში დამატებითი ზომების გატარებას აპირებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომას ჩაატარებს ბირმის საკითხზე და არ არის გამორიცხული ის რომ ამ ორგანიზაციამაც შემოიღოს სანქციები ბირმის წინააღმდეგ. ბირმის ერთობის ეროვნული საბჭოს სახელით ცნობილი ოპოზიციური პარტიის წევრს მონგ მონგს მიაჩნია რომ ტანშვეს ინიციატივა შეხვდეს აუნგ სან სუჯის ტაქტიკური. მან კერძოდ თქვა:

ჩვენის აზრით იგი იძuლებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა რადგანაც გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს ბირმის საკითხის განხილვას. ხაზგასმით მსურს ავღნიშნო რომ სანქციები ქალბატონ აუნგ სანსუჯის კი არ შემოუღია ბირმის მიმართ არამედ ბირმის აწ,ყო რეჟიმმა თავისი მოქმედებით გამოიწვია ეს რეაქცია. თუმმართლაც სურთ მასთან საუბარი ჯერ უნდა გაათავისუფლონ იგი.

გაეროში ტაილანდის ყოფილ წარმომადგენელს და ბირმის აწმყო რეჟიმის ოპონენტს მიაჩნია რომ გენერალ ტანშვეს ინიციატივა მაინც უნდა შეფასდეს როგორც ნაბიჯი წინ/. მან კერძoდ თქვა:

ზოგს მიაჩნია რომამ სვლით ტანშვე ცდილობს დროის მოგებას, რაც უდაოა, მაგრამ ისიც უნდა აღვიაროთ რომ ეს ინიციატივა განსაზღვრულ წინსვლაზეც მიუთითებს თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ წარსულში აუნგ სან სუჯისთან დიალოგი აბსოლუტურად იყო გამორიცხული. მიმაჩნია რომ ბირმის პოლიტიკურმა პარტიებმა თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ ამით შექმნილი ვითარება.

XS
SM
MD
LG