ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 165 თალიბი გაანადგურეს


თალიბთა ასსამოცდახუთზე მეტი მებრძოლი მოჰკლეს. ავღანეთში კოალიციურმა და ავღანეთის სამთავრობო ძალებმა თალიბთა 165ზე მეტი მებრძოლი მოჰკლეს. ბრძოლისას ერთI ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედრო ოპერაცია ავღანეთის სამხრეთში ჩატარდა. ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, ბრძოლა გუშინ გამთენიისას დაიწყო, როდესაც თალიბ მეამბოხეთა ძალებმა ავღანეთისა და კოალიციურ ძალებს ჰელმანდის პროვინციაში მასიური ცეცხლი გაუხსნეს. ოდნავ მოგვიანებით, კოალიციის ავიაციამ ავიადარტყმები მიიტანა თალიბთა პოზიციებზე. ამ დარტყმების დროს ასზე მეტი მეამბოხე დაიღუპა. საერთაშორისო ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში ახლახანს წამოიწყეს საბრძოლო ოპერაციები რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ძალმომრეობას რეგიონში. ცალკე შეტაკებისას, სამოცდახუთი თალიბი მეამბოხე დაიღუპა ურუზგანის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG