ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ვაშინგტონში დიპლომატები განიხილავენ ირანის მიმართ გაეროს ახალი სანქციების შემოღების საკითხს


ვაშინგტონში იკრიბებიან ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, რუსი, ჩინელი და გერმანელი დიპლომატები, რათა ამ საკითხზე იმსჯელონ. აშშ-ი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის სახით შეჰქმნის იმის საფუძველს, რომ გაერომ ირანს ახალი და შედარებით უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს. როგორც გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ზალმეი ხალიზადმა განაცხადა ოფიციალური ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ამ რამოდენიმე კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოს დასამტკიცებლა გადასცემენ დოკუმენტს ამ სანქციებზე .

გაერომ დეკემბერსა და მარტში რამოდენიმე სახის სანმქცია დააწესა ირანის მიმართ თეირანის უარის გამო შეეწყვიტა ურანის გამდიდრების პროცესი. გამდიდრებული ურანი ატომურ იარაღში შეიძლება იქნას გამოყენებული. რუსეთი და გერმანია არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ აუცილებელია სანქციების დაწესება თეირანის მიმართ.

XS
SM
MD
LG