ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში მეამბოხეთა ლიდერი რაპანი ხალილოვი მოჰკლეს


დაღესტანში მეამბოხეთა ლიდერი რაპანი ხალილოვი მოკლეს. რუსეთში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის უშიშროების ძალებმა დაღესტანში მეამბოხეთა ლიდერი რაპანი ხალილოვი მოკლეს. ხალილოვს დაღესტანში მრავალი ტერაქტის მოწყობაში სდებდნენ ბრალს. უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ ორშაბათს, დაღესტნის ერთ-ერთ სოფელთან პოლიციასა და მეამბოხეებს შორის მომხდარ რამდენიმე საათიან შეიარაღებულ შეტაკებაში დაღუპულ ორ მეამბოხეთაგან ერთ-ერთი ხალილოვია. ხალილოვს 2002 წელს ქალაქ კასპიისკში სამხედრო აღლუმის მსვლელობისას აფეთქების მოწყობაში სდებდნენ ბრალს. ამ ტერაქტს ორმოცდაორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG