ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში


პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, როემლიც პირველივე სასესიო კვირას პარლამენტს წარედგინება.

ქვეყნის მთავრობაში მიმდიანრე საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი მეტი ეფექტურობის მიღწევაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გუში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მან ასევე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ სად დაინიშნება ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

ფინანსთა მინისტრის ვაკანტურ ადგილს ამჟამინდელი ენერგეტიკის მინსიტრი ნიკა გილაური დაიკავებს, ენერგეტიკის სფეროს კი გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ხეთაგური ჩაუდგება სათავეში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებაიუსტიციის სამინისტროში განხორციელდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ, გადაწყვიტა დაუბრუaდესკერძო იურიდიულ პრაქტიკას, ხოლო მის ადგილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილი დაიკავებს.

ძურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ გარემოს დაცვისaა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინსიტრი დავიტ ტყეშელაშვილი უკვე დაინიშნა შრომის, ჯანმრთელობისა დფა სოციალური დაცვის მინსიტრის პოსტზე, ხოლო ტყეშელაშვილის სავარძელს მისი ყოფილი მოადგილე დავიტ ჩანტლაძე დაიკავებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, განახლების აუცილებლობით ხსნის.

ღოგორც სოფელ ქურთაში მყოფმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მტავრობა ერთიანი და სტაბილური გუნდია, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და ამ გუნდის ყველა წევრი მუშაობის შედეგების მიხედვით წახალისდება.

მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ერთიანი გუნდი, სტაბილური ჯგუფი, რომელიც ლაპარაკობს ერთი ხმით. თუ შეამჩნიეთ უკანასკნელ დროს, ჩვენ საკმაოდ იშვიათად ხდება გადაადგილებები ,მაგრამ ნაწილობრივ განახლება ყოველთვის მოხდება.

- განხორციელებულ გადაადგილებებს სხვადასხვაგვარად ახასიათებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარე ამ ცვლილებებს ირაკლი ოქრუაშვილის ფიგურას უკავშირდება:

დავით ზურაბიშვილი – წინასაარჩევნოთ პრეზიდენტის ყველაზე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ირაკლი ოქრუაშვილი, აქედან გამომდინარე სახელისუფლო სტრუქტურებში შეიცვლება ის ხალხი ვინც ოქრუაშვილთან არის ნორმალურ დამოკიდებულებაში. ამიტომ ხელისუფლებაში მოვა ის ხალხი, ვისაც ცუდი ან კი მტრული ურთიერთობა აქვს მასთან.

- ეს ერთადერთი განსხვავებული აზრია გამოთქმულ მოსაზრებებს შორის, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა წარმოთქვეს. ძირითადი აქცენტები ე.წ. კარუსელის კიდევ ერთხელ დატრიალებაზე კეთდება და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტები აცხადებენ, ყველა ეს ცვლილება მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირდება. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს:

დავით უსუფაშვილი – პრეზიდენტმა გადაწყვიტა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ყველა საკომანდო პუნქტზე განალაგოს, ერთგულებით და უპრინციპობით გამორჩეული მისი თანამებრძოლები. არჩევნებამდე მივალთ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ თუკი მანამდე ვინმემ ვერ გაუმართლა, ანუ კარგად ვერ აწარმოა მისი საარჩევნო კამპანია.

განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ამ გადაადგილებაში უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია და არც იმას უარყოფს, რომ განხორციელებული ცვლილებები სწორედ არჩვენებისთვის მოხდა.

გიგა ბოკერია – იცვლება ვითარება და ამოცანები, მთავრობა და პრეზიდენტი ახდენს მიმდინარე ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანას მთავრობის შემადგენლობის, ეს ჩვეულებრივი რამეა. ის, რომ არჩევნებისთვის კეთდება, ესეც ჩვეულებრივი რამეა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს – მმართველი პოლიტიკური ძალა ასრულებს მის დავალებას.

დღეს საღამოს საქართველოს პრემიერმინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც ძველი და ახალი მთავრობის შემადგენლობით, მთავრობის ახალი პროგრამის განხილვა მოხდება.

XS
SM
MD
LG