ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბებმა ორი სამხრეთ კორეელი მძევალი ქალი გაათავისუფლეს


ისინი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს გადასცეს, რომლებიც სამხრეთ კორეასა და თალიბ მეამბოხეებს შორის შუამავლების როლს ასრულებენ.

დანარჩენი 21 მძევლის ბედი დღესაც არ არის გარკვეული. თალიბების წარმომადგენელმა ჯერ განაცხადა რომ ოცდაერთივე მძევალს გაათავისუფლებდნენ, თუმც მოგვიანებით მან ეს განცხადება შესცვალა.

შეგახსენებთ რომ მეამბოხეებმა 23 სამხრეთ კორეელი ქრისტიანი მისიონერი 19 ივლისს ღაზნის პროვინციაში გაიტაცეს. მათგან ორი დახოცეს. გამტაცებლები მძევლების დახოცვით იმუქრებიან თუ ავღანეთის მთავრობა ციხიდან არ გაათავისუფლებს თალიბებს.

XS
SM
MD
LG